486b7710-183e-4cbf-a310-ebeb33ebe7dc.pptx

NinoTsanava2 0 views 12 slides Sep 25, 2025
Slide 1
Slide 1 of 12
Slide 1
1
Slide 2
2
Slide 3
3
Slide 4
4
Slide 5
5
Slide 6
6
Slide 7
7
Slide 8
8
Slide 9
9
Slide 10
10
Slide 11
11
Slide 12
12

About This Presentation

for international relations


Slide Content

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი პროფ: გიორგი გვალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოდგომა 2024

საკითხები საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია საერთაშორისო ვაჭრობის კლასიკური თეორიები საერთაშორისო ვაჭრობა და სახელმწიფოს ჩარევა მრავალეროვნული კორპორაციები საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები სადისკუსიო კითხვები

ეკონომიკის და პოლიტიკის კავშირი საერთაშორისო ურთიერთობებში - საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია ( IPE) მე-20 საუკუნის 70 იანი წლებიდან საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში , უსაფრთხოების საკითხების პარალელურად, იზრდება ინტერესი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართაც; ქვედარგს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ეკონომიკური პროცესების პოლიტიკურ ეფექტებს იკვლევს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია ეწოდება; საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიას, განსხვავებით ეკონომიკისგან ან საერთაშორისო ეკონომიკისგან, ეკონომიკური პროცესების საერთაშორისო პოლიტიკური ეფექტები აინტერესებს და არა ეკონომიკა, როგორც განყენებულად არსებული სფერო!

მერკანტილიზმი/ეკონომიკური ნაციონალიზმი მერკანტილიზმი - ეკონომიკური მოძღვრება, რომელიც სკეპტიკურად უყურებს თავისუფალ ვაჭრობას და მიიჩნევს, რომ სავაჭრო და ზოგადად ნებისმიერი სახის ეკონომიკური ურთიერთობები უნდა ემსახურებოდეს/ექვემდებარებოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მერკანტილიზმის ცენტრალური პრინციპები: საერთაშორისო ვაჭრობაში ძირითადი აქტორი სახელმწიფოა; მხოლოდ იმ სახის ეკონომიკური ურთიერთობებია სასურველი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს, განსაკუთრებით კი მის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკის მსგავსად, ეგოისტ სახელმწიფოებს შორის კონკურენციის და კონფლიქტის არეალია; სახელმწიფოს ცენტრალური საზრუნავი უნდა იყოს საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად მიღებული სარგებლის განაწილება - შედარებითი მოგების პრინციპი ( Relative Gains) სახელმწიფოებმა, ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, უნდა შეამცირონ სხვა ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულება

ეკონომიკური ლიბერალიზმი ეკონომიკური ლიბერალიზმი: ეკონომიკური მოძღვრება, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალ საერთაშორისო ვაჭრობას და თვლის, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდა ხელს უწყობს როგორც საზოგადოებების ეკონომიკურ კეთილდღეობას და პოლიტიკურ განვითარებას, ასევე ქმნის ხელსაყრელ პირობებს სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი და თანამშრომლობითი ურთიერთობებისთვის . ლიბერალიზმის ცენტრალური პრინციპები: საერთაშორისო ვაჭრობაში ძირითადი აქტორები არა სახელმწიფოები, არამედ კერძო ეკონომიკური აგენტები არიან (ფირმები, კომპანიები და ა.შ); ეკონომიკური სარგებლიანობის თვალსაზრისით, სახელმწიფოს ყველაზე სასარგებლო როლი საერთაშორისო ვაჭრობაში მინიმალური ჩარევაა. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს კონკურენტული და თანასწორი პირობების შექმნას კერძო ბიზნესებისთვის; საერთაშორისო ვაჭრობა ხელს უწყობს მშვიდობას და თანამშრომლობას სახელმწიფოებს შორის სახელმწიფოები უნდა კონცენტრირდნენ მხოლოდ იმ პროდუქციის წარმოებაზე, რაშიც მათ შედარებითი უპირატესობა გააჩნიათ, ანუ რაც მათ უფრო ეფექტიანად და ნაკლები დანახარჯებით გამოსდით - შედარებითი უპირატესობის პრინციპი შედარებით მოგებაზე აქცენტირება ხელს უშლის საერთაშორისო ვაჭრობას - აბსოლუტური მოგება (Absolute Gains) უფრო მნიშვნელოვანია

თეორია ცენტრალური ცნებები ცენტრალური დაშვებები მერკანტილიზმი/ეკონომიკური ნაციონალიზმი სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები, ეროვნული უსაფრთხოება, კონკურენცია, შედარებითი მოგება სახელმწიფო როგორც ცენტრალური აქტორი საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა და უსაფრთხოების დეფიციტი საერთაშორისო ურთიერთობებში ვაჭრობა სახელმწიფოს ინტერესების სამსახურში შედარებითი მოგება ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება როგორც საზიანო ქვეყნის ინტერესებისთვის ეკონომიკური ლიბერალიზმი კერძო ფირმები, თავისუფალი ვაჭრობა, თანამშრომლობა, აბსოლუტური მოგება საერთაშორისო ვაჭრობაში წამყვანი აქტორები კერძო კომპანიები არიან; სახელმწიფო მინიმალურად უნდა ერეოდეს ეკონომიკაში (მინიმალური სახელმწიფოს მოდელი) საერთაშორისო ვაჭრობა ხელს უწყობს კეთილდღეობას და მშვიდობას; აბსოლუტური მოგება შედარებითი უპირატესობა და სპეციალიზაცია თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის ქვაკუთხედია

საერთაშორისო ვაჭრობა და სახელმწიფოს ჩარევა მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობა სახელმწიფოებისთვის ორმხრივი და მრავალმხრივი სარგებლის მომტანია, სახელმწიფოები რიგ შემთხვევებში ცდილობენ საერთაშორისო ვაჭრობაზე კონტროლის განხორციელებას პოლიტიკას, რომლის მიზანიცაა ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე შეზღუდვების დაწესება, პროტექციონიზმს უწოდებენ. რატომ მიმართავენ სახელმწიფოები პროტექციონიზმს? ეროვნული ინტერესები: ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა, სტრატეგიული ეკონომიკური დარგების განვითარება, სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებულების შემცირება და სხვ; ზეწოლა ინტერესთა ჯგუფების მხრიდან : ადგილობრივი ეკონომიკური აქტორების მცდელობა, გავლენა მოახდინონ ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე საკუთარი ეკონომიკური/ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით.

პროტექციონიზმის ინსტრუმენტები ტარიფები - სახელმწიფო აწესებს მაღალ იმპორტის გადასახადს კონკრეტულ პროდუქციასა და მომსახურებაზე; არასატარიფო ბარიერები - სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ (კვოტები) ზღუდავს კონკრეტული საქონლის/პროდუქციის იმპორტს ქვეყანაში; სუბსიდირება - ადგილობრივი წარმოების განვითარების დაფინანსება ან ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ რეგულაციები - მაგალითად ანტი-დემპინგური რეგულაციები. დემპინგი - უცხოური კომპანიების მიერ უცხოურ ბაზარზე თავის დამკვიდრების და ადგილობრივი წარმოების შეზღუდვის მიზნით პროდუქციის იმაზე დაბალ ფასად გაყიდვა, რა ფასადაც საკუთარ ქვეყანაში ყიდის. თუკი დემპინგის სტრატეგიამ გაამართლა, შესაძლოა ადგილობრივ წარმოებას მოუწიოს ბაზრიდან გასვლა. მას შემდეგ რაც უცხოური კომპანია „დაესაკუთრება“ ბაზარს ის აუქმებს დემპინგურ სტრატეგიას და ფასებს მაღლა წევს. დემპინგისგან თავის დასაცავად სახელმწიფოები აწესებენ ანტი-დემპინგურ რეგულაციებს, რომელთა მიზანია, დემპინგის დადასტურების შემთხვევაში ანტი-დემპინგური ტარიფების დაწესება უცხოური კომპანიისთვის.

მრავალეროვნული კორპორაციები - Multinational Corporations / MNC’s მრავალეროვნული კორპორაცია - კომპანია, რომელსაც სათავო ოფისი აქვს ერთ ქვეყანაში და ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს სხვა ქვეყანაში/ქვეყნებში რატომ იღებენ ეროვნული კომპანიები გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი საქმიანობა გაიტანონ სხვა ქვეყნებში? კომპანიის საქმიანობის პროფილი - მაგალითად, ნავთობკომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ნავთობით მდიდარ რეგიონებში და ქვეყნებში ჰქონდეთ წარმომადგენლობები ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება - მაგალითად, ტრანსპორტირების ხარჯები იაფ მუშახელზე წვდომა - განვითარებად ქვეყნებში საქმიანობის გადატანის ერთ-ერთი მიზეზი იქ არსებული იაფი-მუშახელია სატარიფო და არასატარიფო ბარიერების თავიდან არიდება - მაგალითად, კვოტების და იმპორტის გადასახადების

მრავალეროვნული კორპორაციების ეფექტები გავლენა ეროვნულ მთავრობებზე - კორპორაციებმა შესაძლოა შეზღუდონ ეროვნული მთავრობების მოქმედების თავისუფლება. მაგალითად, მთავრობა გადაწყვეტს დააწესოს რეგულაციები გარემოს დაცვასთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ გამოიწვევს კომპანიისთვის წარმოების ხარჯების გაზრდას. გაზრდილი ხარჯების პირობებში, კომპანიამ შეიძლება დაიწყოს ალტერნატიული ბაზრის ძიება და ბიზნესის ისეთ ქვეყანაში გადატანა, სადაც ასეთი რეგულაციები არ არსებობს ან ნაკლებია. თავისმხრივ, თუკი მთავრობა ხედავს, რომ მისმა რეგულაციებმა შესაძლოა „გააქციოს“ ბიზნესი, მან შესაძლოა გადაიფიქროს ამ რეგულაციების დაწესება და/ან გამკაცრება გავლენა გარემოზე : კვლევები აჩვენებს, რომ მულტინაციონალური კომპანიები ცდილობენ „დაბინძურების სამოთხეებში“ (pollution havens) ბინის დადებას . ამ ტერმინით მოიხსენიება ის ქვეყნები, სადაც გარემოს დაცვის კუთხით რეგულაციები ძალიან მსუბუქია. გავლენა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით : ეს გავლენა შესაძლოა იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. კორპორაციების საქმიანობა ზოგადად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და საშუალო ფენის ფორმირებას, რომელიც დემოკრატიული პროცესების მთავარი ლობისტია. ამავდროულად, კვლევები აჩვენებს, რომ ის კორპორაციები, რომლებიც ნავთობის და ბუნებრივი რესურსების სექტორებში არიან ჩართულები და შესაბამის გადასახადებს უხდიან მასპინძელ მთავრობას, შესაძლოა ავტორიტარული რეჟიმების რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს აფინანსებდნენ; კორპორაციები და საერთაშორისო მშვიდობა : საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალური ტრადიციის კვლევები ასევე ხაზს უსვამს მრავალეროვნული კორპორაციების პაციფისტურ ეფექტს მსოფლიოზე. კერძოდ, გარდა იმისა, რომ მულტინაციონალური კორპორაციები და მათი საქმიანობა ხელს უწყობს სახელმწიფოებს შორის ურთიერთოდამოკიდებულების ზრდას (ურთიერთდამოკდიებულების თეორია) და ამით, მათ შორის თანამშრომლობას, ასევე, სახელმწიფოები, რომელთაც კორპორაციის მოზიდვა, აცნობიერებენ, რომ მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პოტენციური ინვესტორის დასაინტერესებლად.

საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები დღეს არსებული საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმების შექმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხდება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აშშ-მა შეიტანა გენერალური შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ( GATT) - შეიქმნა 1947 წელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. 1995 წელს გარდაიქმნა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციად ( World Trade Organization/WTO) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფალ ვაჭრობას, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების შემცირებას და სახელმწიფოებს და სხვა აქტორებს შორის სავაჭრო დავების შეთანხმებული წესების თანახმად გადაწყვეტას საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების აღსრულება დიდწილად ნაცვალგების/ორმხრივობის პრინციპს ეფუძნება

კითხვები სადისკუსიოდ რას შეისწავლის საერთაშორისოპოლიტიკური ეკონომია? როგორ უყურებს მერკანტილიზმი და ლიბერალიზმი თავისუფალ ვაჭრობას? რას გულისხმობს შედარებითი უპირატესობის პრინციპი? რა არის პროექტციონიზმი? რა შემთხვევაში მიმართავენ სახელმწიფოები პროტექციონისტულ პრაქტიკებს? რა არის ძირითადი პროტექციონისტული ინსტრუმენტები? რა განსხვავებაა შედარებით და აბსოლუტურ მოგებას შორის? რომელი უფრო მნიშვნელოვანია და რატომ? რა არის დემპინგი? რა როლს ასრულებენ მრავალეროვნული კორპორაციები საერთაშორისო სისტემაში? რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო ინსტიტუტი? რა მიზნები აქვს მას? როგორ ხდება საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების აღსრულება?
Tags