ავტორი სსიპ-დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ.განთიადის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი დევრისაშვილი ეთერი ფეოდალიზმი ნაწილი პირველი ,,ღვთის მიერ დადგენილი საზოგადოება“
,,ღვთის მიერ დადგენილი საზოგადოება“ სამი წოდება სასულიერო ფენა ფეოდალთა ფენა გლეხობა
XI საუკუნის დამდეგს ლიონის ეპისკოპოსი ადალბერონი წერდა: “ღვთის სახლი სამ ნაწილად იყოფა. ერთნი ლოცულობენ, მეორენი იბრძვიან და მესამენი მუშაობენ. ეს სამი ერთად მცხოვრები ფენები არ უნდა იყვნენ გათიშულნი. ერთი მათგანის საქმიანობა არის პირობა დანარჩენი ორის მოღვაწეობისათვის”.
გლეხობის დაყოფა ეკონომიკური თვალსაზრისით საკუთარი სახლის მქონე მიწათმოქმედი გლეხები ისინი სენიორს მხოლოდ თავისი დროის ნაწილს უთმობდნენ-საბატონო ბეგარის, ან ნატურალური თუ ფულადი რენტის სახით ბატონის კარზე მცხოვრები მსახურები ემსახურებოდნენ ფეოდალს
გლეხობას უფლებრივი პრინციპითაც ყოფდნენ. გლეხი ან პირადად დამოკიდებული იყო, ან სიმბოლური გადასახადის შეტანა და სენიორალური სასამართლოს მორჩილება ევალებოდა.
პირადად დამოკიდებული გლეხი (საფრანგეთში სერვი , ინგლისში ვილანი ) ბატონის უნებართვოდ არ შეეძლო მიწის გაყიდვა. სენიორი მის მიმართ ,, მკვდარი ხელის უფლებით’’ სარგებლობდა( ანუ გარდაცვლილი გლეხის საუკეთესო საქონელსა და ტანსაცმელს მიისაკუთრებდა და მხოლოდ ამის მერე აძლევდა მემკვიდრეობას ნამდვილ მემკვიდრეებს). ქალიშვილის გათხოვებისას ვალდებული იყო გადაეხადა ე.წ. პირველი ღამის უფლების გამოსასყიდი
გლეხების დამოკიდებულება სენიორული სასამართლოსადმი მორჩილებასა და ბანალიტეტში მჟღავნდებოდა. სენიორი არა მარტო რენტას იღებდა გლეხისგან არამედ ასამართლებდა კიდეც მას. სასამართლოები არც უსმენდნენ საკუთარ ბატონზე მომჩივან გლეხებს.
სასჯელის სახეები დაჯარიმება, სიკვდილით დასჯა, გაროზგვა, მუშტით ცემა და სხვა
ბანალიტეტი ბანალიტეტი გლეხს ავალდებულებდა გამოეყენებინა ბატონის ინვენტარი, რის საფასურადაც პროდუქტის ნაწილს იხდიდა. გლეხი ვალდებული იყო ხორბალი ბატონის წისქვილში დაეფქვა,ფური მის თონეში გამოეცხო, ყურძენი მის საწნახელში დაეწურა და სხვ. ვინაიდან ბატონის თონეში ( ოურ ბანალ ) მხოლოდ ფურს აცხობდნენ, სიტყვა ბანალურმა დროთა განმავლობაში ახალი მნიშვნელობა შეიძინა- რიგითის ჩვეულებრივის აღმნიშვნელი გახდა.
ფეოდალთა ფენა
რაინდები რაინდის ქართული მნიშვნელობა, სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, არის “ცხენის გამწვრთნელი კაცი”. სიტყვა რაინდი ევროპაში უკავშირდება ცხენოსანს. ევროპაში წარჩინებულთა წრიდან წარმოიშვა რაინდთა წოდება. რაინდი წარმოადგენდა კეთილშობილ მეომართა საზოგადოებას, რომლისთვისაც უპირველესი იყო ღვთის სამსახური და ღირსების დაცვა. რაინდი – ეს იყო შეიარაღებული მხედარი, წარჩინებული წარმოშობის, ან წარჩინებულის სამსახურში მყოფი . მათი მთავარი საქმიანობა და შემოსავლის წყარო ომი იყო.
ბარონი 1. ბარონი - ერთ-ერთ ყველაზე დაბალი არისტოკრატული წოდება ფეოდალურ სახელმწიფოში. სიტყვა „ბარონი" ძველი ფრანკულიდანაა და მიღებულია გვიანდელი ლათინური „ბარო"-დან რაც „კაცს", „მსახურს", „ჯარისკაცს", „ მოქირავნეს“ ნიშნავს. შუა საუკუნეებში ბარონის ტიტული დამკვიდრებული იყო საფრანგეთში, საღვთო რომის იმპერიაში შემავალ სამთავროებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, იტალიაში, სკანდინავიის ქვეყნებში და ესპანეთში.
გრაფი გრაფი - გერმანული წარმოშობის წოდებაა . რომის იმპერიაში სხვადასხვა თანამდებობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. მაგ. ნიშნავდა გვარდიის მეომრების მეთაურს. ბიზანტიის იმპერიაში VII საუკუნეში ორი ასეული ჯარისკაცის მეთაურის წოდება იყო, დასავლეთ რომის იმპერიაში კი მას კონკრეტული განსაზღვრება არ ჰქონდა და უბრალოდ სამხედრო მეთაურს წარმოადგენდა.
მარკიზი/მაკგრაფი მარკიზი (გერმანიაში მარკგრაფი) შუა საუკუნეებში წარმოადგენდა იმ ფეოდალთა ტიტულს, რომლებიც ქვეყნის საზღვრებთან მოსახლეობდნენ და იცავდნენ მას (საზღვარი - Mark, March, Marca ). გვიანდელ შუა საუკუნეებში, როდესაც სახელმწიფოები უფრო ცენტრალიზებული გახდა და ქვეყანათა საზღვრებზე მკვეთრი კონტურები გაევლო, მარკიზებმა და მარკგრაფებმა დაკარგეს უწინდელი მნიშვნელობა, თუმცა წოდება შენარჩუნდა. გერმანელი მარკგრაფები ჩართულები იყვნენ საღვთო რომის იმპერიის სისტემაში, რომელშიც XIII საუკუნიდან შვიდი ელექტორი ანუ ამომრჩეველი იყო. ისინი ირჩევდნენ იმპერიის მმართველს. მათ შორის, კიოლნის, ტრირის, მაინცის ეპისკოპოსებს, ბოჰემიის მეფის, პფალცის კურფიურსტისა და საქსონიის ჰერცოგის გარდა, იყო ბრანდენბურგის მარკგრაფიც. მარკგრაფი იყო ჰერცოგზე დაბალი და გრაფზე მაღალი წოდება. იტალიის მარკგრაფები, რომლებიც საღვთო რომის იმპერატორს ემორჩილებოდნენ მარკიზებად იწოდებოდნენ.
ჰერცოგი ჰერცოგი გერმანული სახელწოდებაა ტიტულისა, რომელსაც ინგლისელები Duke - ს, ფრანგები Duc - ს, იტალიელები Duca - ს უწოდებენ. ეს წოდება მოდის რომის იმპერიის პერიოდის Dux - დან, რაც მეთაურს ნიშნავს. გვიანდელი იმპერიის ხანაში Dux - მა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და ოფიცრის ოფიციალურ რანგად იქცა. კლასიკურ შუა საუკუნეებში ჰერცოგი მსხვილი მიწათმფლობელი და ფეოდალურ იერარქიაში მეფის შემდეგ მეორე ყველაზე წარჩინებული დიდებული იყო. ფრანკთა სახელმწიფოში ჰერცოგები ფაქტობრივად მეფისნაცვლები იყვნენ, რომელთაც ცალკეული ოლქების მმართველები, გრაფები ემორჩილებოდნენ . იმპერატორმა შარლემანმა (კარლოს დიდი, 768-814) ჰერცოგთა დანიშვნით სცადა ტომობრივი სეპარატიზმის დარღვევა ფრანკთა იმპერიაში. 1453 წლიდან ავსტრიაში საიმპერატორო დინასტიის პრინცების ტიტულად იქცა ერცჰერცოგი ( Erzherzog ). ერცჰერცოგი დიდი ჰერცოგი ჰერცოგი
მეფე სახელმწიფოს მეთაური. თავდაპირველად მონარქები შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობდნენ. მათ ხელში იყო ხელისუფლების სამივე შტო.
მეფე ფეოდალები რაინდები გლეხები რენტა და ბეგარა დაცვა და სამხედრო სამსახური ფული და რაინდები ფეოდი ფეოდი ფეოდი და დაცვა
ინვესტიტურა ინვესტიტურა . Investio ,, ვმოსავ " შუა საუკუნეებში : 1. სენიორის მიერ თავისი ვასალისათვის მიწის ან რაიმე თანამდებობის გადაცემა სათანადო ცერემონიის შესრულებით . 2. სასულიერო პირის დანიშვნა ეპისკოპოსად და მისთვის საეკლესიო მიწის გადაცემა .
სასულიერო წოდება რომის პაპი მღვდლები დიაკვნები ეპისკოპოსები არქიეპისკოპოსები მათი მთავარი ფუნქცია ღვთისმასახურება იყო, რომელიც ლათინურ ენაზე აღევლინებოდა . უმრავლეს შემთხვევაში არისტოკრატიული ოჯახის უმცროსი შვილები იყვნენ.
ცელიბატი ცელიბატი – დაუქორწინებლობა კათოლიკურ სამღვდელოებაში. ეს წესი IV საუკუნეში ელვირის საეკლესიო კრებაზე დაკანონდა რომის ეკლესიის მიერ, თუმცა, პრაქტიკაში მისი განხორციელება დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა. შუა საუკუნეებში ცელიბატის დაცვა საჭირო იყო იმიტომ, რომ უცოლშვილო სასულიერო წოდების წარმომადგენლები აღარ შეეცდებოდნენ საეკლესიო ქონების მითვისებასა და მის მემკვიდრეობით გადაცემას. ოჯახის მქონე ღვთისმსახურები ასკეტიზმის ნაცვლად ფუფუნებით ცხოვრებას ეძლეოდნენ, რაც ფართო მოსახლეობაში ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას იწვევდა.
ეკლესია მონასტრები ძირითადად მეფეები და ბარონეები აარსებდნენ. თუმცა წყალობას მეფეების და ბარონების გარდა რაინდებისგანაც ღებულობდნენ.მონასტრები მიწის მსხვილი მესაკუთრეები გახდნენ და ექსპლუატაციას უწევდნენ გლეხობას .
საუკუნეების განმავლობაში მონასტრები განათლების ერთადერთ კერებად რჩებოდა რადგანაც მხოლოდმონასტრებთან არსებობდა სკოლები, ბიბლიოთეკა და სკრიპტორიუმები
ბიბლიოგრაფია http:// samxedro-istoria.blogspot.com/2014/10/i.html https://www.militarium.org/raindebi-da-raindoba/ http :// www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=16354 ნ.გომართელი დასავლეთ ევროპის ქვეყნების შუა საუკუნეების ისტორია, თბილისი 2002, გვ.168-178 დიდი მადლობა ყურადღებისთვის