ენერგიის წარმოქმნაში მონაწილე ვიტამინები

HjsJdub 0 views 11 slides Sep 26, 2025
Slide 1
Slide 1 of 11
Slide 1
1
Slide 2
2
Slide 3
3
Slide 4
4
Slide 5
5
Slide 6
6
Slide 7
7
Slide 8
8
Slide 9
9
Slide 10
10
Slide 11
11

About This Presentation

vitamins


Slide Content

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი Tbilisi State Medical University პრეზენტაცია ბიოქიმიაში თემაზე: ენერგიის წარმოქმნაში მონაწილე ვიტამინები პრეზენტატორი: გვანცა მთავარიშვილი

ვიტამინების როლი ენერგიის წარმოქმნაში ვიტამინები თამაშობენ გადამწყვეტ როლს სხეულში ენერგიის მეტაბოლიზმში. ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში, როგორებიცაა: გლიკოლიზი, ციტრის მჟავას ციკლი, ელექტრონების გადატანის ჯაჭვი და სხვა. ამრიგად, ვიტამინები წარმოადგენენ აუცილებელ კოფაქტორებს მრავალი ფერმენტული რეაქციისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლებისმ ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში ენერგიის წარმოსაქმნელად

ენერგიის წარმოქმნაში მონაწილე ვიტამინები ენერგიის წარმოქმნაში მონაწილე ვიტამინებია: ვიტამინი B1 - თიამინი ვიტამინი B2 - რიბოფლავინი ვიტამინი B5 - პანტოთენის მჟავა ვიტამინი B6 - პერიდოქსინი ვიტამინი B7 - ბიოტინი ვიტამინი B12 - კობალამინი გარდა B კლასის ვიტამინებისა ენერგიის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობენ C; D; E ვიტამინებიც, რომლებიც იცავენ მიტოქონდრიებსა და უჯრედის მემბრანებს ოქსიდაციური სტრესისგან

ვიტამინი B1 - თიამინი იგი კოფაქტორია: პირუვატდეჰიდროგენაზას კომპლექსისთვის - პირუვატს გარდაქმნის აცეტილ - CoA - დ. ეს რეაქცია აკავშირებს გლიკოლიზსა და ციტრის მჟავას ციკლს, რაც მნიშვნელოვანია გლუკოზის სრული დაშლისა და ატფის წარმოქმნისთვის ალფა-კეტოგლუტარადდეჰიდროგენაზასთვის- მონაწილეობს ციტრის მჟავას ციკლის ერთ-ერთ გადამწყვეტ რეაქციაში. საჭიროა ციკლის გასაგრძელებლად და ატფ-ის წარმოქმნის შესანარჩუნებლად ამგვარად თიამინი აუცილებელია სხეულის ენერგეტიკული მეტაბოლიზ-მისთვის. მისი დეფიციტის შემთხვევაში კი ფერხდება გლუკოზის მეტაბო-ლიზმი, იწვევს ატფ-ის დაბალ პროდუქციას და ენერგიის დონის დაქვეითე-ბას.

FAD მონაწილეობს ისეთ რეაქციებში როგორიცაა: ელექტრონების გადატანა; პროტონული გრადიენტის შექმნა; ცხიმოვანი მჟავების ბეტა ოქსიდაცია და ციტრის მჟავას ციკლის ისეთი რეაქცია როგორიცაა სუქცინატ დეჰიდროგენაზა FMN მონაწილეობს ელექტრონების გადატანაში NADH დეჰიდროგენაზას კომპლექსის მეშვეობით, ასევე მონაწილეობს ოქსიდორედუქტაზების რეაქციებში ისინი ასევე მნიშვნელოვანია ამინომჟავების, ნუკლეოტიდების და ცხიმების სინთეზისთვის. რიბოფლავინი შედის ორი უმნიშვნელოვანესი კოფერმენტის: FMN (ფლავინ-მონონუკლეოტიდის) და FAD (ფლავინადენინუკეოტიდის) შემადგენლობაში. ვიტამინი B2 - რიბოფლავინი

ვიტამინი B5 - პანტოთენის მჟავა CoA -ს მთავარი შემადგენელი ნაწილია: აუცილებელია აცეტილ CoA -ს წარმოსაქმნელად ციტრის მჟავას ციკლში ცხიმოვანი მჟავების ბეტა-ოქსიდაციის დროს CoA მონაწილეობს ცხიმიდან აცეტილ CoA -ს წარმოქმნაში~ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში პირუვატი გარდაიქმნება აცეტილ CoA -დ პირუვატდეჰიდროგენაზას მიერ ცილების მეტაბოლიზმში CoA საჭიროა ამინომჟავებისა და კეტომჟავების მეტაბოლიზმისთვის. დეფიციტისას მცირდება CoA -ს დონე რაც აფერხებს საკვანძო ენერგეტი-კულ გზებს,როგორიცაა ციტრის მჟავას ციკლი და ცხიმოვანი მჟავების ბეტა-ოქსიდაცია. შედეგად კი მცირდება ატფ-ის წარმოქმნა

ამინომჟავების მეტაბოლიზმი-ამ დროს აუცილებელია ამინოტრასფერაზების და დეკარბოქსილაზების ფერმენტებისთვის. ამინომჟავები გლუკონეოგენეზის გზით გარდაიქმნებიან გლუკოზად და გამოიყენება ენერგიის წარმოსაქმნელად გლიკოგენოლიზი-კოფაქტორია გლიკოგენოფოსფორილაზას ფერმენტისთვის, რომელიც მონაწილეობს გლიკოგენის გლიკოგენოლიზში, წარმოქმნილი გლუკოზა კი გლიკოლიზდება და წარმოიქმნება ენერგია. ჰემის სინთეზი- ვიტამინი საჭიროა ჰემის წარმოქმნის რამოდენიმე ეტაპისთვის. ჰემი კი თავისთავად აუცილებელია ჟანგბადის ტრანსპორტსა და შესაბამისი ენერგეტიკული მეტაბოლიზმისთვის. დეფიციტის შემთხვევაში ფერხდება ამინომჟავების, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმი. იწვევს ენერგიის დონის დაქვეითებას. ვიტამინი B6 - პერიდოქსინი

ვიტამინი B7 - ბიოტინი კოფერმენტია პირუვატის კარბოქსილაზა ფერმენტისთვის, რომელიც აკატალიზებს პირუვატის გარდაქმნას ოქსალოაცეტატად, იგი მნიშვნელოვანია ციტრის მჟავას ციკლის დასაგრძელებლად და შემდგომში ატფ-ის სინთეზისთვის კოფაქტორია აცეტილ- CoA კარბოქსილაზა ფერმენტისთვის,რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზში დეფიციტის შემთხვევაში ფერხდება პირუვატის კარბოქსილაზას და ვიოტინ-დამოკიდებულ ფერმენტთა აქტივობა, ირღვევა ციტრის მჟავას ციკლი, ცხიმების მეტაბოლიზმი და იწვევს ენერგიის დეფიციტს.

ვიტამინი B12 - კობალამინი კოფაქტორია მეთილმალონილ - CoA მუტაზა და მეთიონინ სინთაზა ფერმენტებისთვის,რომლებიც მონაწილეობენ ამინომჟავებისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში მონაწილეობს სუქცინილ- CoA -ს მეტაბლიზმში,რაც აუცილებელია გლუკონეოგენეზისთვის ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებამდე და აუცილებელია უჯრედული სუნთქვის პროცესებისთვის დეფიციტის შემთხვევაში ფერხდება ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმი, გლუ-კონეოგენეზი, ერითროციტების წარმოქმნა.

C ; D; E ვიტამინები ეს ვიტამინები პირდაპირ კავშირში არ არიან ენერგეტიკულ მეტაბოლიზმთან, თუმცა: C ვიტამინი იცავს მიტოქონდრიებს ოქსიდაციური სტრესისგან, შესაბამისად ჯანმრთელი მიტოქონდრიები უზრუნველყოფენ უჯრედული სუნთქვის გამართულ მუშაობას და ატფ-ის წარმოქმნას D ვიტამინი მნიშვნელოვანია კალციუმისა და ფოსფატის რეგულაციისთვის, ეს იონები კი აუცილებელია კუნთების შეკუმშვისთვის და ნერვული იმპულსის გადაცემისთვის მისი დეფიციტი ირიბად აზარალებს ენერგეტიკულ მდგომარეობას E ვიტამინი C ვიტამინის მსგავსად უზუნველყოფს მიტოქონდრიის გამართულ მუშაობას

მადლობა ყურადღებისთვის
Tags